ბლინის ტორტი ლიმონის კრემით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

200 გრამი შაქარი,
75 გრამი ნაღების კარაქი,
12 ბლინი,
3 ლიმონი,
3 კვერცხი, შაქრის პუდრა.

მომზადება:

1. პირველ რიგში უნდა გამოვაცხოთ ბლინები.
2. მოვამზადოთ კრემი: ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავამატოთ ლიმონის კანი (გახეხილი) და წვენი. ნარევი დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე შესქელებამდე.
3. ბლინებს ფენა–ფენა წავუსვათ კრემი, ტორტი დავდოტ ტაფაზე და გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე.

ბლინების ტორტი გავაცივოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.