ხორცის რულეტი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ავიღოთ საქონლის რბილი ხორცი, გავრეცხოთ ცივ წყალში და მოვაცალოთ აპკი და ძარღვები. და დავჭრათ თხელ, დიდ ნაჭრებად.
შემდეგ დაჭრილი ხორცი დავბეგვოთ ორივე მხრიდან. დაბეგვილ ხორცს წავუსვათ მარილი და მდოგვი ორივე მხრიდან.
თითოეულ ხორცის ნაჭერზე დავადოთ მჟავე კიტრის ნახევარი და ხახვის მეოთხედი.
გადავახვიოთ რულეტი და შევკრათ ჩხირებით.
ტაფაზე დავასხათ 4-5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, ტაფა გავაცხელოთ და მომზადებული რულეტები შევბრაწთ ორივე მხრიდან. როგორც კი ორივე მხრიდან ოქროსფრად შეიბრაწება, დავასხათ ერთ ჭიქა ადუღებული წყალი და მოვაყაროთ მარილი.
წყალი როგორც კი ამოდუღდება, დავამატოთ 100 გრამი მშრალი, წითელი ღვინო. ნელ ცეცხლზე ჩავშუშოთ.
ღუმელი გავაცხელოთ და ტაფა რულეტებით გადავიტანოთ ღუმელში, 20 წუთის შემდეგ რულეტები გადავაბრუნოთ და კიდევ დავუმატოთ 100 გრამი ღვინო, რულეტების შუაში ჩავალაგოთ ბოსტნეული 3-4 ნაწილად გაჭრილი კარტოფილი, 4 ნაწილად გაჭრილი ხახვი, მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი. შევდგათ ღუმელში და გავაჩეროთ კიდევ 35-40 წუთი.
მომზადებული რულტები ბოსტნეულთან ერთად გადმოვიღოთ თეფშზე,მოვხსნათ ჩხირები, მოვასხათ ტაფაში არსებული სოუსი და კერძიც მზადაა.