შემწვარი ღორის ხორცი კარტოფილით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ავიღოთ ხორცი, უმჯობესია ღორის და დავჭრათ ნაჭრებად, დავალაგოთ ტაფაზე, მოვაყაროთ მარილი. ზემოდან მოვაყაროთ მრგვლად დაჭრილი ხახვი.
4-5 ცალი კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ მრგვლად და მოვაწყოთ ხორცს და ხახვს.
2 მწიფე პომიდორი გავრეცხოთ, დავჭრათ მრგვლად და ხორცის ნაჭრებს დავადოთ ზემოდან (ეს დაეხმარება ხორცს შეინარჩუნოს წვენი, არ გამოშრეს).
ზედაპირზე მოვაყაროთ მარილი, შავი წიწაკა, ძირა მოვასხათ 2-3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი.
ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსამდე, ტაფა შევდგათ გამოსაცხობად და ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი. როცა კარტოფილი ოქროსფრად შეიბრაწება და დანის წვერით ადვილად გაიჭრება ხორცის ნაჭერი, უნდა ვივარაუდოთ, რომ კერძი მომზადაა.