პაჩემსკი

ინგრედიენტები: ქათმის ხორცი 1კგ; კარტოფილი 0,5კგ; სოკო 200გ.-დან 500გ.მდე; ყველი 200გ; მაიონეზი 200გ; ტომატის პასტა 50გ; უცხო სუნელი; ქონდარი; შავი პილპილი; მარილი; სოკოს მშრალი ბულიონი 1კუბი.

მომზადების წესი:კართოფილი დავჭრათ მოგრძო ნაჭრება და ვხარშოთ 5წთ. მარილიან წყალში. ქათამი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. მაიონეზში შევურიოთ, ტომატის პასტა, სუნელები და პილპილი, ცოტაოდენი ზეთი და წყალში დამბალი ბულიონის კუბი. კართოფილი, ქათამი და სოკო ამოვსვაროთ მაიონეზის მასაში და თანაბრად გავანაწილოთ ტაფაზე, ზემოდან მოვახეხოთ ყველი. შევდგათ ქურაში მაღალ ტემპერატურაზე ნახევარი საათით.

წყარო: http://www.mzareuli.com/